Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდრიუ ვებერი


საქართველოში იმყოფება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერი, რომელიც დღეს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში ფუნქციონირებს ევროპაში ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორია, სადაც უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი. სამინისტროს ცნობით, ვებერმა და შაშკინმა იმსჯელეს ერთობლივ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ლაბორატორიის ბაზაზეა შესაძლებელი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მისი თანხმლები დელეგაციის წევრები გასულ საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
XS
SM
MD
LG