Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი მოსკოვის პოლიციაში დაიბარეს


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი პოლიციაში დაიბარეს. ნავალნი თავის ბლოგში წერს, რომ მის მიერ ორგანიზებული ანტიკორუფციული პროექტის, „როსპილის“ ყველა თანამშრომელს მიუვიდა წერილები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრიდან, რომელიც მათ გასაუბრებაზე იბარებს. ნავალნის თქმით, მას და პროექტის თანამშრომლებს არ მისვლიათ ოფიციალური უწყებები, ადვოკატს არ ეუბნებიან პოლიციაში დაბარების მიზეზს და ამის გამო ოპოზიციონერი არ აპირებს მოთხოვნის შესრულებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი პოლიციაში დაიბარეს მოსკოვის პროკურატურის დავალებით. მიზეზს არ ასახელებენ.
XS
SM
MD
LG