Accessibility links

logo-print

ობამა პირობას დებს, რომ სათანადოდ გაასამართლებენ ავღანეთში მკვლელობაში ეჭვმიტანილს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მან პენტაგონს დაავალა, რომ „ძალისხმევა არ დაზოგონ“ ავღანეთში 11 მარტს მომხდარი ინციდენტის - ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის დახოცვის - გამოსაძიებლად. ობამამ დღეს თეთრ სახლში აღნიშნა, რომ ინციდენტი არ ასახავს ამერიკულ ღირებულებებს და პირი, რომელსაც გაასამართლებენ, იწვნევს „კანონის მთელ ძალას“. ობამა აცხადებს ასევე, რომ ტრაგიკული ინციდენტის მიუხედავად, შეერთებული შტატები არ დააჩქარებს ავღანეთიდან თავის ჯარების გაყვანის გეგმას.
XS
SM
MD
LG