Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ ვლადიმირ პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ვლადიმირ პუტინს. საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში. რუსები და ქართველები ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის, სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.“ ილია მეორე პუტინს მიმართავს, რომ „კარგი იქნება“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - რაც, მილოცვის ტექსტის თანახმად, გარდაუვალია - მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვეს. „გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი _ შემდგომ აყვავებას“ - მიმართავს საქართველოს პატრიარქი ვლადიმირ პუტინს.
XS
SM
MD
LG