Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში ავტოავარიას ემსხვერპლა 28 ადამიანი


13 მარტს, ღამით შვეიცარიაში გვირაბის კედელთან ავტობუსის შეჯახების შედეგად 28 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 52 მგზავრიდან უმრავლესობა ბელგიელი მოსწავლეები იყვნენ. ისინი შვეიცარიის ალპებში მდებარე სათხილამურო კურორტიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსის ორივე მძღოლი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და ავტობუსი მაღალი სიჩქარით შეეჯახა გვირაბის კედელს. მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, მეორე ვერსიით მძღოლი ავტობუსს თანამგზავრული ნავიგატორის დახმარებით მართავდა, გვირაბში შესვლისას კი სიგნალი დაიკარგა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულია 22 ბავშვი, 24-მა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. დაშავებულები ვერტმფრენებით გადაიყვანეს ლოზანისა და ბერნის საავადმყოფოებში.
XS
SM
MD
LG