Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა ქვეყნის ლიდერებთან და ამერიკელ სამხედროებთან შესახვედრად. პანეტას ვიზიტამდე სამი დღით ადრე ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში 16 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა, მათ შორის - ქალები და ბავშვები. ავღანეთის ლიდერებმა გამოხატეს აღშფოთება მომხდარის გამო და მოითხოვეს დამნაშავის სახალხოდ გასამართლება. თალიბანის მეომრები კი ამერიკელ სამხედროთა შეპყრობითა და თავების მოკვეთით იმუქრებიან. ლეონ პანეტა ჰელმანდის პროვინციაში ჩავიდა. ის ამერიკელ სამხედროებს და ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდება.
XS
SM
MD
LG