Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარდგა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა პარლამენტში გამოსვლისას თავისი მმართველობის სტილი დაიცვა. ეს იყო ირანის პრეზიდენტის პირველი ამ სახის გამოსვლა პარლამენტში ისლამური რესპუბლიკის დაარსებიდან - 1979 წლიდან დღემდე. დღეს აჰმადინეჟადს კანონმდებლებმა შეკითხვები დაუსვეს ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის მართვის საკითხებზე. აჰმადინეჟადის გამოსვლა სახელმწიფო მედიით გადაიცა. ირანის პრეზიდენტმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ”უსამართლობა და სიმხდალე იქნებოდა მისი მთავრობის 100-ზე ნაკლები პროცენტით შეფასება”. აჰმადინეჟადმა თავი აარიდა იმ დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც შეეცადნენ პრეზიდენტი ინფლაციის ზრდაში, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისთან დაპირისპირებასა და ისლამური წესების გამკაცრებაში დაედანაშაულებინათ.
XS
SM
MD
LG