Accessibility links

logo-print

ჩინეთში მიიღეს კანონი საიდუმლო პატიმრობის შესახებ


ჩინეთის ყოველწლიური სახალხო კონგრესის დელეგატთა 92-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც პოლიციას მოქალაქეთა საიდუმლო დაპატიმრების უფლებას აძლევს. ამიერიდან პოლიციას შეეძლება საიდუმლო პატიმრობაში ჰყავდეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ”სახელმწიფო უსაფრთხოების” ხელყოფასა და ტერორიზმში. კანონი პოლიციას ანიჭებს უფლებას ნახევარი წლის განმავლობაში უთვალთვალოს დაკავებულის სახლს ისე, რომ პირის დაპატიმრების შესახებ არ აცნობოს მის ოჯახსა და ნათესავებს, თუკი ჩათვლის, რომ ამით გამოძიებას შეეშლება ხელი. ყველა სხვა შემთხვევაში პოლიციამ 24 საათის განმავლობაში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პატიმრის ახლობლებს. უფლებადამცველები კანონს აკრიტიკებენ. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ პოლიციის უფლებამოსილებების ამგვარი გაფართოება ფაქტობრივად აკანონებს ადამიანების უსაფუძვლოდ დაკავებასა და მათ გაქრობას.
XS
SM
MD
LG