Accessibility links

logo-print

რუსეთმა დღეს კვლავ დაასახელა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობა


რუსეთმა დღეს კვლავ დაასახელა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობა. დუმაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, თუ თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების კანონს გააუქმებს. ლავროვმა კანონს უწოდა დისკრიმინაციული, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასული ნებისმიერი მოქალაქე სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. ლავროვის თქმით, ამ კანონმა რუსეთის 2 მოქალაქე უკვე დააზარალა და ისინი სასჯელს იხდიან. დუმაში გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი არსად დარბის და არავის სთხოვს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ. ლავროვის მტკიცებით, ამ საკითხით დაკავებულნი არიან რუსეთის დამოუკიდებელი მოკავშირეები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებსაც მოსკოვი კონტაქტებით ეხმარება და ამ პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
XS
SM
MD
LG