Accessibility links

დავით ბაქრაძე განგრძობს ისრაელში ვიზიტს


ისრაელში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრას გულთბილი და მეგობრული უწოდა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ისრაელის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად და რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და ისრაელი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას აპირებენ. ”ბუნებრივია, ვისაუბრეთ ჯვრის მონასტერზე და იმ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ამ პროცესში ისრაელის პარლამენტის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა, ბუნებრივია, რომ ძირითად მოლაპარაკებას საქართველო იერუსალიმის საპატრიარქოსთან აწარმოებს.
XS
SM
MD
LG