Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლიონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები კვლავ მწვავე პროტესტს გამოთქვამენ აშშ-ის კონტინგენტის წევრების მიერ ყურანის ასლების დაწვის და ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 მშვიდობიანი ავღანელის დახოცვის გამო. როგორც პანეტამ ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ სამხედროებს უთხრა, ეს ორი ინციდენტი „უაღრესად შემაშფოთებელია“ და სირთულეებს უქმნის ავღანეთში საერთაშორისო თანამეგობრობის ოპერაციას. პანეტას ვიზიტის პარალელურად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ორ აფეთქებაში. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ჰელმანდის პროვინციის მარიას უბანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. აფეთქების მოწყობაში ეჭვი თალიბანის ექსტრემისტებზე აქვთ. მეორე აფეთქება ყანდაარში მოაწყო მოტოციკლეტით მოძრავმა თავდამსხმელმა და ავღანეთის უშიშროების სტრუქტურების მუშაკის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG