Accessibility links

აზერბაიჯანში 22 ადამიანი დააპატიმრეს აშშ-ის და ისრაელის საელჩოებზე თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით


აზებაიჯანის ოფიციალური პირების ცნობით, დაკავებულია 22 ეჭვმიტანილი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ბაქოში აშშ-სა და ისრაელის საელჩოებზე გეგმავდნენ თავდასხმებს. ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ყველა ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქეა და მათ ბრალი ედებათ ირანის რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაციასთან კავშირში. სამინისტროს ცნობით, ჯგუფის წევრებს ჩამოერთვათ ავტომატები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. კვირის დასაწყისში ირანმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.
XS
SM
MD
LG