Accessibility links

ლავროვი: რუსეთმა შესაძლოა საჰაერო ბაზა დაუთმოს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცნობით, რუსეთის მთავრობა აპირებს განიხილოს წინადადება, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას პირველად მისცემს საშუალებას გამოიყენოს რუსეთის საჰაერო ბაზა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის და ტვირთის გადმოზიდვის მიზნით. სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას ლავროვმა, შექმნილი შთაბეჭდილებით, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მდინარე ვოლგასთან მდებარე ულიანოვსკის საჰაერო ბაზა. ლავროვის განცხადებით, ეს ნაბიჯი რუსეთის ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს და, სავარაუდოდ, მის უსაფრთხოებას გაზრდის. თუ განხორციელდა, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას პირველად მიეცემა საშუალება რუსეთის ტერიტორიაზე ლოგისტიკური ობიექტის განლაგებისა, სამხედრო ძალის და ტვირთის ტრანზიტის მიზნით. უფრო ადრე მოსკოვი დათანხმდა აშშ-სა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის საჰაერო დერეფნების და სარკინიგზო გზების გამოყოფას, ავღანეთში და იქიდან ტვირთის გადაზიდვის მიზნით.
XS
SM
MD
LG