Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი და ობამა თეთრ სახლში მოლაპარაკებას მართავენ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. თეთრ სახლში მისვლისას მას 19 საზეიმო გასროლით მიესალმნენ. კამერონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მოლაპარაკებებს მართავენ. მისაღები ცერემონიის დროს წარმოთქმულ მოკლე მისასალმებელ სიტყვაში კამერონმა თქვა, აშშ და დიდი ბრიტანეთი გაერთიანებული არიან „თავისუფლებისა და მეწარმეობისთვისო“. ობამამ ორი ქვეყნის ალიანსს უწოდა „შეუცვლელი“ და ერთ-ერთი ყველაზე დიდებული, რომელიც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. როგორც ვარაუდობენ, ორი ლიდერის საუბრის თემები იქნება სირიის კრიზისი, ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შექმნილი დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით ავღანეთში არსებული ვითარება. ოთხშაბათს საღამოს კამერონის და მისი მეუღლის, სამანტას პატივსაცემად თეთრ სახლში სადილი გაიმართება.
XS
SM
MD
LG