Accessibility links

logo-print

რუსეთის უშიშროება: ნალჩიკში „ბომბების ლაბორატორიაა“ აღმოჩენილი


რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოკავკასიაში განხორციელდა საპოლიციო რეიდი ასაფეთქებელი ნივთიერებების საიდუმლო ლაბორატორიაში. პოლიციის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით, ლაბორატორია ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში აღმოაჩინა უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა. ეფესბეს ცნობით, ნაპოვნია ასაფეთქებლად გამზადებული 9 მოწყობილობა, ბომბების კომპონენტები და აალებადი სითხეები.
XS
SM
MD
LG