Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ადასტურებს, რომ უცხოეთის ჯარები 2014 წლის ბოლოს დატოვებენ ავღანეთს


ვაშინგტონში გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს, პირველ რიგში, ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ავღანეთში სტაბილიზაციის მხრივ. ობამას თქმით, კვლავაც ძალაში რჩება გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთიდან საერთაშორისო კონტინგენტის გაყვანას 2014 წლის ბოლომდე. ობამა მოელის, რომ შეერთებული შტატები და ავღანეთი ნატოს მაისის სამიტამდე გააფორმებენ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელშიც განისაღზვრება ჯარების გასვლის განრიგი. კამერონმა და ობამამ ისაუბრეს ირანზეც, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოქმედებს ბირთვული პროგრამის გამო. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, თუმცა თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ობამას თქმით, ყველა ღონეს მიმართავენ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა, სულ უფრო მცირდება საკითხის დიპლომატიის გზით მოგვარების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG