Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ნატოს მოუწოდებს სოფლებიდან გასვლისაკენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ნატოს სარდლობით მოქმედ საერთაშორისო სამხედრო ძალებს მოუწოდებს სოფლებიდან გასვლისაკენ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლა. როგორც კარზაის ადმინისტრაციის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლიონ პანეტას უთხრა, რომ უცხოელი ჯარისკაცები დასახლებებიდან უნდა გავიდნენ და სამხედრო ბაზებზე განთავსდნენ. კარზაის და პანეტას მოლაპარაკება მოჰყვა კვირის ინციდენტს - ამერიკელი სერჟანტის მიერ 16 სამოქალაქო პირის დახოცვას სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG