Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარელმა წყვილმა თავი დააღწია თალიბანის ტყვეობას პაკისტანში


პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, თალიბანის ტყვეობიდან გაქცევა შეძლო შვეიცარელმა წყვილმა, რომელიც რვა თვის წინ დაატყვევეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში. ოფიციალური ინფორმაციით, 31 წლის ოლივიე დავიდ ოში და 29 წლის დანიელა ვიდმერი ხუთშაბათს მივიდნენ ერთ-ერთ სამხედრო პოსტთან და განაცხადეს, რომ გაქცევა შეძლეს. წყვილი ივლისში დაატყვევა თალიბანმა.
XS
SM
MD
LG