Accessibility links

logo-print

უდალცოვი 10 დღით დააპატიმრეს, ნავალნი კი დააჯარიმეს კანონის დარღვევის გამო


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს,"მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორ სერგეი უდალცოვს 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს „პოლიციის ინსტრუქციების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო“, როცა მან 10 მარტს სცადა უსანქციო სვლის ჩატარება მოსკოვში, პუშკინის მოედანზე. უდალცოვმა შიმშილობა დაიწყო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. დღესვე ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი 1000 რუბლით (34 დოლარით) დააჯარიმეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევაში ბრალდების საფუძველზე. მოსამართლემ ის დამნაშავედ სცნო, რადგან „ზოგმა დემონსტრანტმა უარი თქვა, წასულიყო ნავალნის ორგანიზებით მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, 5 მარტს ჩატარებული დემონსტრაციიდან“ მას შემდეგ, რაც ამოიწურა დემონსტრაციისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული დრო. ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.ალექსეი ნავალნიმ სახელი გაითქვა თავისი ბლოგით რუსეთში კორუფციის პრობლემაზე.
XS
SM
MD
LG