Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა


კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრებისა და მხარდამჭერების ახსნა-განმარტებებისთვის დაბარების გამო, თბილისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ კოალიციის სუბიექტი პარტიების ლიდერები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის ახსნა-განმარტებების მასობრივად ჩამორთმევა ივანიშვილმა კოალიციის საწინააღმდეგო უკანონო მოქმედებად შეაფასა და განმარტა, რომ უცხოელ დიპლომატებს სწორედ ამ უკანონო მოქმედებებზე ესაუბრნენ. "ქართული ოცნების" ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონს, რადგან უკანონო მოქმედებებისთვის პასუხისგება მოუწევს.
XS
SM
MD
LG