Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა. დავით ბაქრაძემ ისრაელში თანმხლებ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პატრიარქს ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის შესაძლო დაბრუნების საკითხზე ესაუბრა და დააფიქსირა სახელმწიფოს, ეკლესიის და ხალხის სურვილი, მონასტერი საქართველოს რელიგიურ და კულტურულ სივრცეს დაუბრუნდეს. ”ბუნებრივია, გამოვხატეთ დიდი პატივისცემა საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის მიმართ და აღვნიშნეთ ისიც, რომ მზად ვართ, ნებისმიერი შეთანხმება დაეფუძნოს იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიციას"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG