Accessibility links

logo-print

თბილისში ვიზიტს იწყებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე


სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში დღეს თბილისში ვიზიტს იწყებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდება. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილია ვესტერველეს შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობის თემაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენებას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG