Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა სერგეი ლავროვის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ სავიზო რეჟიმს რუსეთი იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ საქართველო უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების კანონზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, 14 მარტს ლავროვმა კვლავ დაადასტურა, რომ მოსკოვი არ გეგმავს, შემხვედრი გადაწყვეტილებით უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ. სამინისტროს შეფასებით, რუსეთი უვიზო რეჟიმის საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. ”რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების კანონს, ის წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შედეგს და საქართველოს ამ ტერიტორიების დეოკუპაციისთანავე კანონი მნიშვნელობას დაკარგავს და ავტომატურად გაუქმდება” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG