Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის მთავრობა: „შანტაჟის ორგანიზატორებს მივაგნებთ“


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მიაგნოს იმ პირებს, ვინც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტის, ამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მიმართ შანტაჟის მოწყობას ცილობდა და ინტერნეტით გაავრცელა, სავარაუდოდ, აისმაილოვას სექსუალური ხასიათის მოქმედების ამსახველი ვიდეო. ხუთშაბათის განცხადებაში პრეზიდენტის ოფისი მკაცრად გმობს „ბინძურ კამპანიას“ და „პროვოკაციას“, რაც ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში ჩარევაა. ეს კი მიუღებელია, განცხადების ავტორების თანახმად, მიუხედავად ჟურნალისტის პოლიტიკური პოზიციისა და შეხედულებებისა. თვითონ ისმაილოვა თვლის, რომ შანტაჟის კამპანია მიზნად ისახავს მისი საგამოძიებო საქმიანობის შეწყვეტას. ისმაილოვა იძიებს კორუფციულ გარიგებებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ ოპერაციებს. ისმაილოვამ ფოსტით მიიღო ვიდეოდან გადაღებული ფოტოები და გამაფრთხილებელი წერილი, რომ „კარგად თუ არ მოიქცეოდა“, მას „საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ“.
XS
SM
MD
LG