Accessibility links

logo-print

აშშ მიესალმა გადაწყვეტილებას გლობალური საბანკო სისტემისგან ირანის ჩამოჭრის შესახებ


აშშ მიესალმა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების მწარმოებელი უწყების „სვიფტის“ გადაწყვეტილებას, გადაუკეტოს გზა ირანის ბანკებს სისტემისკენ. გადაწყვეტილება 17 მარტს შევა ძალაში სანქციების სახით. ამ ზომის მიზანია, ირანის საბანკო სისტემის იზოლაცია, რაც პრაქტიკულად ირანში და ამ ქვეყნიდან ფულის მოძრაობას ოფიციალური საბანკო გზებით შეუძლებელს ხდის. ირანს სანქციები გაეროს გარდა ცალმხრივად დაუწესა ზოგიერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც ევროკავშირმა. სანქციების მიზანია შეუწყდეს დაფინანსების წყაროები ირანის ატომურ პროგრამას, რომელიც, დასავლეთის ვარაუდით, ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG