Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები ხურავენ საელჩოებს დამასკში


სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრმა ექვსივე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება დამასკში საელჩოების დახურვის შესახებ. ამით ისინი გამოხატავენ პროტესტს სირიის მთავრობის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის ოპონენტთა წინააღმდეგ მოქმედების გამო. საბჭოს ხელმძღვანელმა აბდულა ალ-ზაიანიმ განაცხადა, რომ საელჩოების დახურვით საბჭოს წევრები გმობენ სირიის რეჟიმის მიერ ”საკუთრი ხალხის ხოცვას” და ”ყველა იმ ინიციატივაზე უარის თქმას, რომელიც კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად”. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო აერთიანებს: საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ომანს, კატარსა და კუვეიტს. დღეს გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილი სირიის კრიზისის საკითხში კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას დამასკში გამართული მოლაპარაკებების შესახებ და აგრეთვე სირიაში სისხლისღვრის შეჩერების გზებზე თავის წინადადებებს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG