Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია


მოლდაველმა კანონმდებლებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რითაც დასრულდა პოლიტიკური ჩიხი. მოლდავეთის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. დღეს სამმა დეპუტატმა, ვინც ადრე კომუნისტურ ოპოზიციაში იყო გაერთიანებული, დღეს მხარი დაუჭირა მოლდავეთის მმართველი პროდასავლური ალიანსის კანდიდატ ნიკოლაე ტომოფტის. შედეგად, ტიმოფტიმ დეპუტატთა ხმების უმრავლესობა მიიღო. ნიკოლაე ტიმოფტი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამო, 2009 წლიდან დღემდე მოლდავეთს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა.
XS
SM
MD
LG