Accessibility links

logo-print

თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყევს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კვლავ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტის დეპოლიტიზაცია და სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობა მოითხოვეს. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს სტუდენტის სტატუსი დაუბრუნდეს უმაღლესი სასწავლებლებიდან თანხის გადაუხდელობის გამო დათხოვნილებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა დაგმეს თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტში სტუდენტების ფიზიკური დაპირისპირების ფაქტიც, რომელიც 14 მარტს მოხდა და განაცხადეს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავს, რაც მიუღებელია.
XS
SM
MD
LG