Accessibility links

საქართველოს რაგბის კავშირმა გულშემატკივარს საგანგებოდ მიმართა


საქართველოს რაგბის კავშირმა გულშემატკივარს საგანგებოდ მიმართა და სთხოვა, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩისას მეტოქეთა მიმართ კორექტული იყოს, არ შეურაცხყოს და არ დაარღვიოს რაგბის სამყაროში არსებული დაუწერელი კანონები. როგორც რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები აცხადებენ, რომ არ სურთ, მატჩს პოლიტიკური ხასიათი მიეცეს. ევროპის ერთა თასის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს შორის 17 მარტს, 15:00 საათზე თბილსიში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG