Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა კონტროლის პალატის ქმედებებზე საქმის წარმოება დაიწყო


პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებათა სავარაუდო დარღვევის გამო, საქმის წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა. მისი ინფორმაციით, საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები ახსნა-განმარტებებს ართმევენ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაიბარეს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსისგან მოითხოვა ინფორმაცია, რა საკითხზე და რა სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რის საფუძველზე და რა სტატუსით დაიბარეს მოქალაქეები და უზრუნველყოფილი იყო, თუ არა მათი ადვოკატების დასწრების უფლება. სახალხო დამცველის აპარატს ასევე აინტერესებს, დაიცვა, თუ არა კონტროლის პალატამ სხდომების მიმდინარეობის საჯაროობა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლის დასახელებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG