Accessibility links

logo-print

მკვლელობაში ბრალდებულ ამერიკელ სამხედროს ავღანეთში სამსახური არ სურდა


ავღანეთში 16 უდანაშულო ადამიანის მკვლეობაში ბრალდებული ამერიკელი სამხედროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს არ სურდა ამtრიკის დატოვება და უკვე მოეთხედ ავანეთში სამხედრო სამსახური. ადვოკატმა ჯონ ჰენრი ბრაუნიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ გაუმხელიათ, ორჯერ იყო ადრე დაჭრილი და ის და მის ოჯახი ფიქრობდნენ, რომ საომარ მოქმედებში აღარ ჩართავდნენ. ბრაუნის ცნობით, 11 მარტის ინციდენტის წინა დღეს, ჯარისაცმა იხილა, როგორ მოაგლიჯა ნაღმმა ფეხი მის თანამებრძოლს, მის მეგობარს. ამ შემთხვევამ გავლენა იქონია ყანდაარში განთავსებულ ყველა ამერიკელ სამხედროზე. ყანდაარის მკვლეობამ გაამძაფრა ურთიერთობა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის. პრეზიდენტმა კარზაიმ ნატოს ჯარს მოთხოვა, დატოვოს სოფლები და დარჩეს ძირითად სამხედრო ბაზებზე.
XS
SM
MD
LG