Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთი ლიდერი ერაყის ვიცე-პრეზიდენტის ბაღდადისთვის გადაცემას არ აპირებ


ერაყში ქურთთა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ აპირებს გადასცეს ბაღდადს დევნილი ვიცე-პრეზიდენტი, ტარიკ ალ-ჰაშიმი. ქურთთა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ქურთთა რეგიონის პრეზიდენტმა, მასუდ ბარზანიმ თქვა, რომ ჰაშიმის გადაცემის ნებას მათ ქურთული ეთიკა არ აძლევს. ჰაშიმი, ერაყელი სუნიტი ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, ქურთისტანში დეკემბერში ჩავიდა და აღარ დაბრუნებულა, რადგან მის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა ბაღდადში. მას შიიტური, ცენტრალური მთავრობა აბრალებს ტერორიზმთან კავშირს. მისმა ქურთისტანში ყოფნამ გაართულა ბაღდადსა და რეგიონს შორის ურთიერთობა, რომელსაც უთანხმოება აქვს ტერიტორიების და ნავთობის გამო.
XS
SM
MD
LG