Accessibility links

logo-print

ჩინეთის ტელევიზია მეკდონალდსა და კარფურს აკრიტიკებს


ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ბრალდებით, მაკდონალდსი და ფრანგული სავაჭრო ფირმა კარფური ვადაგასული პროდუქტით ვაჭრობენ. ტელევიზიის ცნობით, მაკდონალდსმა გაყიდა შემწვარი ქათმის ფრთები, რომლებსაც მოხმარების ვადა ჰქონდათ გასული. ამავე ცნობით, კარფურმა ქალაქ ჟენჟოუში მვარგისიანობის ვადა შეუცვალა ქათმის ხორცს და გაყიდა უფრო ძვირად, ანუ იმავე ფასად, როგორც ბუნებრივი პირობეში გამოზრდილი ქათმის ხორცი. ორივე ფირმამ გამოაცხადა, რომ ტელევიზიის ინფორმაციას ამოწმებენ. კვების პროდუქტის ვარგისიანობა მტკივნეული თემაა ჩინეთში, სადაც ამ სფეროში არაერთი სკანდალი მოხდა.
XS
SM
MD
LG