Accessibility links

logo-print

კარზაი: აშშ სათანადოდ არ თანამშრომლობს მოსახლეობის დახოცვის ფაქტის გამოძიებაში


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი აშშ-ს ბრალს სდებს იმაში, რომ ის სათანადოდ არ თანამშრომლობს 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის საქმის გამოძიებაში. გავრცელებული ვარაუდით, ისინი ამერიკელმა სამხედრომ მოკლა. კარზაიმ პარასკევს განაცხადა, რომ მკვლელობების გამოძიების მიზნით სამხცრეთის პროვინცია ყანდაარში დელეგაცია გაიგზავნა, თუმცა ავღანელებმა ამერიკელებისგან თანამშრობლობის ის ხარისხი ვერ მიიღეს, რომელსაც ელოდნენ. ქაბულში მყოფმა კარზაიმ ასევე დასვა შეკითხვა, მკვლელობებში ერთზე მეტი ამერიკელი სამხედრო ხომ არ მონაწილეობდა. 11 მარტს მომხდარმა მკვლელობებმა მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობები ქაბულსა და ვაშინგტონს შორის. მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს სამხედრო ბაზაზე შემთხვევით ყურანის ასლები დაწვეს, რასაც მთელი ავღანეთის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები. პარალელურად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კარზაის ტელეფონით ესაუბრა. მათი საუბრის თემა იყო ავღანეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის ძალებისთვის გადაბარება 2013 წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG