Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადებაში მუქარა ამოიკითხა


ზოგი პოლიტიკოსი სამეგრელოს ქალაქების მიწასთან გასწორებით და თავმოჭრილი ბავშვებით ემუქრება, - ასე განმარტა მიხეილ საააკშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ამასწინანდელი განცხადება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებტან. “ისინი დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით. მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992. როგორც ჩანს, ვიღაცებმა ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლეს. მათი ნაწილის გამოცვლა არის სრულიად შეუძლებელი, მხოლოდ კიდევ უფრო გაუარესება ხდება. ახლა 2012-ია და არა 1992”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სირიის ქალაქი ჰომსი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “ქართული ოცნებისა” და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ახსენა, როდესაც განაცხადა, რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის. “სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება”, - მიმართა ალასანიამ დიპლომატებს.
XS
SM
MD
LG