Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სიკვდილით დასაჯეს ვლადისლავ კოვალიოვი


ბელორუსიაში დახვრიტეს ვლადისლავ კოვალიოვი, რომელსაც სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მინსკის მეტროში გასული წლის აპრილში მომხდარი ტერაქტის ორგანიზების გამო. ტერაქტის შედეგად მინკის ცენტრში, მეტრო „ოქტიაბრსკაიაში“ 15 ადამიანი დაიღუპა და ორასზე მეტი დაიჭრა. განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ მსჯავრდებულის დედას წერილით აცნობეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, კოვალიოვი 16 მარტს დახვრიტეს. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყო შეეწყალებინა ვლადისლავ კოვალიოვი და დმიტრი კონოვალოვი, რომელსაც სასამართლომ ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
XS
SM
MD
LG