Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მოძრაობამ უნდა იაძულოს საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სივრცეში ჩატარდეს არჩევნები ოქტომბერში. „სხვა ყველაფერი გარკვეულია და ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩემი ოცნება იქნება, ჩვენი საზოგადოება უახლოეს წლებში ჩამოყალიბდეს ნამდვილ, ჭეშმარიტ, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის საზოგადოებად”, - განაცხადა ივანიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ივანიშვილმა ტავის კიდევ ერთი ოცნების შესახებ უამბო აუდიტორიას. „ჩემი ოცნების ნაწილი იქნება, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლის შემდეგ და შემდგომ არჩევნებში კალიციის ლიდერებს - ირაკლი ალასანიას, უსუფაშვილს, ძიძიგურს, “ფორუმელებს” შორის იყოს კონკურენცია, მაგრამ იყოს რეალურად დემოკრატიულ საფუძველზე არსებული კონკურენცია”, - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG