Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სიკვდილის დასაჯეს 2011 წლის ტერაქტის ორივე მონაწილე


ბელორუსიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ სასიკვდილო განაჩენის სისრულეში იქნა მოყვანილი ორი პირის მიმართ, რომლებსაც 2011 წელს მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში დაედოთ მსჯავრი. 26 წლის ვლადისლავ კოვალიოვი და დმიტრი კანავალიოვი სიკვდილით დასაჯეს საერთაშორისო საზოგადოების და ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველების პროტესტის მიუხედავად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ დაგმო ბელორუსიის ქმედება, როდესაც ცნობილი გახდა ინფორმაცია კანოვალიოვის სიკვდილით დასჯის შესახებ. სასიკვდილო განაჩენი ორ ახალგაზრდის მიმართა, ბელორუსიის სასამართლომ გასული წლის ნოემბერში გამოიტანა მას შემდეგ, რაც კოვალიოვი და კანავალიოვი დამნაშავედ სცნო გასული წლის აპრილში მინსკის მეტროში მოწყობილი აფეთქებების გამო, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG