Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას დაესწრო


საქართველომ მოკრძალებული სახსრების პირობებში, შეიარაღებული ძალების მომზადებაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, სადაც იგი აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება „ეჯაილ სპირიტს“ დაესწრო. პრეზიდენტის თქმით, დამატებით 400 ჯარისკაცი გაიწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო საჯარისო შენაერთან ერთად და ეს გამოცდილება ათწლეულების განმავლობაში დარჩება ქართულ საბრძოლო ტრადიციაში. ერთობლივ წვრთნებში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები „წარმოსახული მეამბოხეების“ წინააღმდეგ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების თავსებადობას შეისწავლიან. თუმცა, სამშვიდობო შინაარსის მანევრებმა საკმაოდ შეაშფოთა რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხედრო სწავლებას „პროვოკაციული“უწოდა და, როგორც თავად განაცხადა, „სერიოზულად დააყენა ამ სწავლების საკითხი 12 მარტს ჰილარი კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე.“
XS
SM
MD
LG