Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ სტრატეგია ავღანეთში არ შეიცვლება


აშშ-ის უმაღლესი სამხედრო პირი აცხადებს, რომ უკუსვლის მიუხედავად, ავღანეთში კოალიციის მიზანი უცვლელია. გენერალმა მარტინ დემპსიმ, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, პირობა დადო, რომ ბოლომდე იქნება გამოძიებული ამერიკელი ჯარიკაცის მიერ16 სამოქალაქო პირის დახოცვის ფაქტი. სერჟანტ რობერტ ბეილსი, რომელიც ამ საშინელი ტრაგედიის ერთადერთი დამნაშავეა, აშშ-ის ერთ-ერთ ციხეშია იზოლირებული. გენერალმა დემპსიმ განაცხადა, რომ 2013 წელი იქნება საეტაპო, როდესაც ავღანეთის უსაფრთოხების ძალები ერთი წლით ადრე აიღებენ მთელ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აშშ-ის ტელევიზიაში საუბრისას, დემპსიმ პაკისტანი სტაბილური ქვეყანა უწოდა და ოპტიმიზმით აღნიშნა, რომ ისლამაბადი და ვაშინგტონი შეძლებენ ურთიერთობის აღდგენას, რაც უკიდურესად გაართულა 24 პაკისტანელი ჯარისკაცის შემთხვევითმა დახოცვამ ნატოს ავიაციის მიერ.
XS
SM
MD
LG