Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს იოხაიმ გაუკი


გერმანიის პრეზიდენტი გახდა 72 წლის იოახიმ გაუკი. უფლებათადამცველსა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ სასულიერო პირს ფედერალური კრების 991 წევრმა დაუჭირა მხარი. ფედერალური კრება პარლამენტის დეპუტატებისა და ფედერალური მიწების წარმომადგენელებისგან შედგება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ქრისტიან ვულფმა პოსტი თებერვალში, კორუფციული სკანდალის გამო დატოვა. გერმანიაში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მეტწილად, წარმომადგენლობითი ხასიათი აქვს.
XS
SM
MD
LG