Accessibility links

logo-print

აშშ-ი მოძრაობა „დაიკავეს“ მონაწილეები დააკავეს


პოლიციის ინფორმაციით, 70 კაცი დააკავეს შაბათს დაწყებული მსვლელობის შემდეგ იმ პარკში, სადაც ექვსი თვის წინ „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა ჩაისახა. არაბული გაზაფხულით შთაგონებული საპროტესტო მოძრაობა მიმართულია აშშ-ოს ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც უკმაყოფილო აქტივისტების თქმით, ზრდის სხვაობას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მოძრაობა „დაიკავეს“ მონაწილეებს ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში ჰქონდათ ორგანიზებული კარვის ქალაქი, რომელიც პოლიციამ დაშალა.
XS
SM
MD
LG