Accessibility links

აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტმა არჩევნებში დამარცხება აღიარა


აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტმა ჟოზე რამუშ-ორტამ შაბათს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან მეორე ტურში გასულ მეტოქეებს გამარჯვება მიულოცა. მეორე ტურში ”აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის რევოლუციური ფრონტის” ლიდერი ფრანცისკო გუტიერესი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჟოზე მარია დე ვასკონსელოსი გავიდნენ. 1996 წელს ჟოზე რამუშ ორტამ, კარდინალ კარლუშ ბელოსთან ერთად ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში - აღმოსავლეთ ტიმორში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ძალისხმევის გამო. მის დამარცხებას არჩევნებში ექსპერტები ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. მეორე ტური აპრილის ბოლოს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG