Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი „ეროვნულ ტრაგედიად“ მიიჩნევს ებრაულ სკოლასთან მომხდარ თავდასხმას


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა ქალაქ ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან მოწყობილ თავდასხმას, რომელმაც ოთხი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელიც, თვითმხილველების ცნობით, მოტოციკლით იყო. სარკოზი დღევანდელი თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათში მივიდა მკვლელობის ადგილზე. მისი განცხადებით, "თვალშისაცემი მსგავსებები" შეინიშნება სკოლასთან მოწყობილ თავდასხმასა და გასულ კვირაში ამავე რეგიონში სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობებს შორის. საფრანგეთის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ იწყებს სამი ინციდენტის გამოძიებას. ტულუზის პროკურორის ცნობით, დღევანდელი თავდასხმისასა მოკლეს სამი, ექვსი და 10 წლის ბავშვები. დაიღუპა 30 წლის პედაგოგიც. ევროკომისიამ მკაცრად დაგმო თავდასხმა.
XS
SM
MD
LG