Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი პოსტიდან გადადგა


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ევანგელოს ვენიზელოსმა პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, „პასოკის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ვენიზელოსი ერთადერთი კანდიდატი იყო „პასოკის“ თავდამჯდომარის ასარჩევად კვირას გამართულ კენჭისყრაზე. თავმჯდომარის პოსტზე ის შეცვლის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს. საბერძნეთის კოალიციურ მთავრობას, რომელსაც „პასოკი“ ხელმძღვანელობს, ჯერ არ უთქვამს, ვინ შეცვლის ვენიზელოსს ფინანსთა მინისტრის პოსტზე. რამდენიმე დღის წინ ევროზონის წევრემა ქვეყნებმა ოფიციალურად დაამტკიცეს დახმარების მეორე პაკეტი საბერძნეთისათვის, რათა მას დაეხმარონ გაკოტრების თავიდან აცილებაში. საბერძნეთში აპრილში, ან მაისში გაიმართება ვადამდელი არჩევნები.
XS
SM
MD
LG