Accessibility links

საფრანგეთის პოლიცია ავრცელებს ცნობას ორშაბათის მკვლელობების იარაღზე


საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ ტულუზში ებრაულ სკოლასთან თავდასხმა მოეწყო იმავე იარაღით, რომელიც გამოყენებულ იქნა გასულ კვირაში მოწყობილი ორი თავდასხმისას. ორშაბათს ებრაულ სკოლასთან სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა ძალადობის ამ აქტს. გასულ კვირაში კი ასევე სამხრეთ საფრანგეთში მოეწყო ორი თავდასხმა, რომელთა შედეგადაც სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ტულუზში ებრაულ სკოლასთან მოწყობილი თავდასხმა მკაცრად დაგმეს უცხოეთშიც. ევროკომისიის პრეზიდენტმა მომხდარს უწოდა „საზიზღარი დანაშაული“, მკვლელობები დაგმეს ევროპის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა, ვატიკანმა. საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია დროებით შეჩერდა, ტრაგედიისადმი დამოკიდებულების მხრივ ქვეყნის ერთსულოვნების საჩვენებლად.
XS
SM
MD
LG