Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოში აკრედიტებული ზოგი საელჩო


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოში აკრედიტებული ზოგი საელჩო. "რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის არ არის აუცილებელი გადავიდეთ მეზობელ ქვეყანაში და რომელიმე საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ. მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც” - განაცხადა სააკაშვილმა თბილისში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას. მისივე შეფასებით, მოქალაქეებს ასე ეპყრობიან იმიტომ, რომ თავი უფროსი ჰგონიათ და სხვისი დამცირებით სურთ სიამოვნების მიღება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს არის ბიუროკრატიის ინსტინქტი ბევრ ქვეყანაში და ასე იყო საქართველოშიც, სადაც გამჯდარი იყო ფეოდალური მენტალიტეტი. ”ბევრ საელჩოში, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების საელჩოებშია ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, როგორც ჩვენ ჩინოვნიკებს ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG