Accessibility links

logo-print

ნინო კალანდაძე: რუსეთი დგას ნატოს საკითხზე პროვოკაციული განცხადებების მიღმა


საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი რუსეთის ინტერესებშია - ასე გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის პრესაში გასულ კვირაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს სომხური დიასპორა ეწინააღმდეგება ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას, რადგან ამას სომხეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს და აპირებს" ჯავახეთის სუვერენიტეტი მოითხოვოს, თუ თბილისის კურსი არ შეიცვლება. ამ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ რუსეთის პრესაში მითითებული იყო ორგანიზაცია ”ჯავახკის” რუსეთის წარმომადგენლობის ლიდერი აგასი არაბიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, ცალკეულ ჯგუფებს მიღმა, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს ავრცელებენ, რუსეთი დგას. კალანდაძის თქმით, ნატოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს თავად სომხეთი, ამიტომ საფრთხეებზე საუბარი გაუგებარია, თუ არა ინტერესი გარკვეული რუსული ძალებისა, რომლებიც, ერთი მხრივ, დაინტესებული არიან, ნატო მაქსიმალურად შორს ჰყავდეთ მოსაზღვრე სუვერენული სახელმწიფოებისგან და, მეორე მხრივ, საქართველოში არსებობდეს განხეთქილება ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ამასთან, კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს და ეს თემა არ განხილულა 16-17 მარტს თბილისში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას. ამ ვიზიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია და მხოლოდ 17 მარტს განაცხადა, რომ ედვარდ ნალბანდიანმა და გრიგოლ ვაშაძემ განიხილეს ”ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.”
XS
SM
MD
LG