Accessibility links

logo-print

სარკოზიმ ტულუზაში შემოიღო უსაფრთხოების უმაღლესი ზომები


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ტულუზის რეგიონში უსაფრთხოების უმაღლეს ზომებს მიმართავს ტერორიზმის საფრთხის არსებობის გამო. სარკოზის ეს გადაწყვეტილება ორშაბათს ტულუზაში განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. თავდამსხმელმა ებრაულ სკოლასთან ოთხი ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი მოკლა. სარკოზიმ განაცხადა, რომ ”აშკარაა” ეს თავდასხმა თავისი არსით ანტისემიტური იყო. სარკოზის აზრით, იგივე თავდამსხმელია პასუხისმგებელი გასულ კვირაში განხორციელებულ ორ თავდასხმაზეც, რომელსაც ჩრდილოაფრიკული წარმოშობის სამი ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. პოლიციის თანახმად, სამივე თავდასხმაში ერთი და იგივე იარაღი და მოტოციკლი იყო გამოყენებული. ისრაელმა განაცხადა, რომ ორშაბათის თავდასხმის ოთხი მსხვერპლი ისრაელში დაიკრძალება, მათივე ოჯახების სურვილის თანახმად. ორშაბათს თავდამსხმელმა დახოცა 30 წლის რაბინი ჯონათან სანდლერი, მისი ვაჟები - 4 წლის გაბრიელი და 5 წლის არიე და სკოლის დირექტორის 7 წლის ქალიშვილი მირიამ მონსონეგო.
XS
SM
MD
LG