Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ჯონ ალენი დღეს წარდგება კონგრესმენების წინაშე


ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების სარდალი გენერალი ჯონ ალენი დღეს კონგრესის წევრთა წინაშე წარდგება. მოელიან, რომ, ბოლოდროინდელი ინციდენტების მიუხედავად, ის ხაზს გაუსვამს ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გამოყვანის გაგრძელების აუცილებლობას. ავღანელთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ამერიკელი სამხედროების მიერ ყურანის დაწვის ფაქტმა და ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 მშვიდობიანი ავღანელის დახოცვამ. ”ასოშიეიტედ პრესმა” ჯონ ალენის გამოსვლის ტექსტი მოიპოვა. სააგენტო იუწყება, რომ ამერიკელი გენერალი ავღანეთში პროგრესს ”რეალურსა და მყარს” უწოდებს. ამასთან, ალენი აღიარებს, რომ გართულებები მომავალშიც არის მოსალოდნელი. კონგრესმენთა ნაწილი თვლის, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა უნდა დაჩქარდეს, მეორე ნაწილის აზრით კი, საერთაშორისო ძალების გამოყვანა ავღანეთიდან მეამბოხეებს მიანიჭებს უპირატესობას.
XS
SM
MD
LG